გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
“ჩვენი ქვეყნის დაცვის ერთადერთი გზა და საშუალება არის პარტნიორების მხარდაჭერა" - თამარ ჩუგოშვილი

19-12-2019

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას პარლამენტის წევრები ეხმაურებიან. თამარ ჩუგოშვილი ქვეყნის დაცვის ერთადერთ გზად პარტნიორების მხარდაჭერასა და მათი ყურადღების ცენტრში ყოფნას მიიჩნევს. ჩუგოშვილი ამბობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლად რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავება გაუჭირდება.

“ჩვენი ქვეყნის დაცვის ერთადერთი გზა და საშუალება არის პარტნიორების მხარდაჭერა და პარტნიორების ყურადღების ცენტრში ყოფნა, რადგან ჩვენ მარტოებს ძალიან გაგვიჭირდება, გავუმკლავდეთ რუსეთიდან წამოსულ საფრთხეებს. ამიტომ, როდესაც ჩვენი პარტნიორები გამოხატავენ ამ მხარდაჭერას, ძალიან მნიშვნელოვანია.

კონგრესმენები, რომლებიც ჩვენთან დაკავშირებით მუშაობენ, წლების განმავლობაში აკეთებენ ყველაფერს, რაც გვჭირდება, ქვეყნის თხოვნებს ასრულებენ და ითვალისწინებენ, მათ აგრესიულად და ნეგატიურად არ უნდა მოვექცეთ, რისი შემთხვევაც იყო ბოლო დღეების განმავლობაში,“ - აცხადებს თამარ ჩუგოშვილმა.

როგორც პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, სენატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიანიშნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი სენატის გადაწყვეტილებას მიესალმება.

“მივესალმებით შეერთებული შტატების ძალიან პრინციპულ, თანმიმდევრულ და აქტიურ პოლიტიკას, რომელიც უკავშირდება რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის საპირისპირო რეაქციებს და თავისთავად, ცხადია, ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ამერიკელ და ევროპელ კოლეგებს, რომლებიც ყოველთვის პრინციპული არიან, მათ შორის როდესაც საქმე შეეხება ჩვენი ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციას,“ - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

"ჯოჯოხეთური სანქციების" სახელით ცნობილ დოკუმენტში საქართველოს ოკუპაციაზეც არის საუბარი. 

"შტატების პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოუწოდოს რუსეთის მთავრობას, დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას, დაასრულოს აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის მხარდაჭერა, შეწყვიტოს ოკუპაცია და რუსეთიდან მართული ძალების მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაში," - ნათქვამია სენატის კომიტეტის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტში. 

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930