19-12-2019
თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო, 14 დაშავდა.
ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.