გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

19-12-2019

დედაქალაქწის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ზღვისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, კლდეკარის, სუვოროვის, გორდის, ხერთვისის, ლამისყანის, იოსელიანის, ლაითურის, წერონისის, უწერის, ანდრონიკაშვილის, გაგრის, ულიანოვის, ჭრებალოს და ბარისახოს ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების, წყაროთუბნის, კალოუბნის, იაკობის და მუხის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 13 საათამდე გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების, ქინძმარაულის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები, 13 საათიდან 17 საათამდე გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ნოზაძის, ხევძმარის, დავით სარაჯიშვილის და ილორის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები.

ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ვაჟა-ფშველას II კვარტლის, ნუცუბიძის, გურიელის, მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 16 საათამდე სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 12 საათამდე ტაბიძის, ლერმონტოვის, დადიანის და მაჩაბლის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 12 საათიდან 15 საათამდე დიდი ხეივნის და ახალი ხეივნის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930