20-12-2019
ცოტნე გამსახურდია, თქვენმა ბელადმა, მიხეილ სააკაშვილმა უსამართლოდ ჩასვა ციხეში, ამაზე ისაუბრეთ”,- ამის შესახებ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
” ცოტნე გამსახურდია დაიჭირა მიხეილ სააკაშვილმა, 2008 თუ 2009 წელს უსამართლოდ. რამდენიმე ხანი, წლები იჯდა უსამართლოდ ციხეში.
ყველა კრიმინალი დაისჯება, ვინც აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა. ცოტნე გამსახურდია, თქვენმა ბელადმა, მიხეილ სააკაშვილმა უსამართლოდ ჩასვა ციხეში, ამაზე ისაუბრეთ თქვენ”,-უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა “მთავარი არიხის” ჟურნალისტს.
ცნობისთვის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია დღეს დაჭრეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ცოტნე გამსახურდიას ძმის, კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, ცოტნეს აქვს 2 ჭრილობა გულ-მკერდში, 4 დაზიანება თავის არეში
ცოტნე გამსახურდიას სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში (№9 საავადმყოფო) ერთი ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკის ქირურმა, გიორგი გვახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩატარდა ოპერაცია გულ-მკერდის არეში და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა ასევე, ცოტნე გამსახურდიას მეორე, ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება
“აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტორში განუცხადეს, რომ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე ჯერჯერობით არავინაა დაკავებული. უწყების ინფორმააციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.