21-12-2019
,,საქართველოში გვაქვს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, არიან უფრო მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი მოსამართლეები, არსებობს საქმეთა მართვის ახალი სისტემა, სასამართლო დარბაზები არის უკეთ აღჭურვილი, მეტად განათლებული მოსამართლეები. იყო ბევრი სხვა გაუმჯობესება სასამართლო სისტემაში, ეს კი ნიშნავს, რომ რიგით მოქალაქეებს ახლა სასამართლოსთან ურთიერთობაში უფრო პოზიტიური გამოცდილება აქვთ, ვიდრე ეს აქამდე იყო”,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ,,კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო სისტემაში არის ბევრი სხვა გაუმჯობესება, რაც იმას ნიშნავს, რომ რიგით მოქალაქეებს სასამართლოსთან ურთიერთობაში ახლა უფრო პოზიტიური გამოცდილება აქვთ, ვიდრე ეს აქამდე იყო.
,,ძალიან მარტივია გააკრიტიკო ერთი კონკრეტული მიმართულება, თუმცა თუკი საკითხს უფრო ფართოდ შევხედავთ, აშშ-მა დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის განვითარებისთვის საქართველოში 30 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტირება განახორციელა. ამ თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი შედეგი და მიღწევა მოიტანა. მაგალითად, საქართველოში გვაქვს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, არიან უფრო მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი მოსამართლეები, არსებობს საქმეთა მართვის ახალი სისტემა, სასამართლო დარბაზები არის უკეთ აღჭურვილი, მეტად განათლებული მოსამართლეები. იყო ბევრი სხვა გაუმჯობესება სასამართლო სისტემაში, ეს კი ნიშნავს, რომ რიგით მოქალაქეებს ახლა სასამართლოსთან ურთიერთობაში უფრო პოზიტიური გამოცდილება აქვთ, ვიდრე ეს აქამდე იყო. ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა გაგრძელდეს გაუმჯობესებისათვის მუშაობა. როგორც უკვე ავღნიშნე, ჩვენ გამოვთქვით შენიშვნები და წუხილი უზენაესი სასამართოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შედეგთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ სანამ შემდგომი მოსამართლეების შერჩევა მოხდება, ეს სისტემა და პროცესი დაიხვეწება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ იმ დიდ პროგრესს, რაც სასამართლო სისტემაში იქნა მიღწეული”,- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.