გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ელიზაბეთ რუდი: წელს ვიხილეთ საქართველო-ნატოს წვრთნები, სადაც საქართველომ დაამტკიცა საკუთარი უნარი, იყოს ლიდერი ოპერაციის წარმართვის

22-12-2019


,,ჩვენ მტკიცედ ვრჩებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულნი. ვიცით, რომ ეს მყისიერად ვერ მოხდება, გვაქვს საკმაოდ ინტენსიური და ფართო თანამშრომლობის პროგრამა სამხედრო და უსაფრთხოების მიმართულებით. ამაში შედის მტკიცე მხარდაჭერის მისია და საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნის პროგრამა“,- ამის შესახებ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ,,კურიერთან“- ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც ელიზაბეთ რუდი აცხადებს, მომავალ წელს პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

,,ჩვენ მტკიცედ ვრჩებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულები. ვიცით, რომ ეს მყისიერად ვერ მოხდება, გვაქვს საკმაოდ ინტენსიური და ფართო თანამშრომლობის პროგრამა სამხედრო და უსაფრთხოების მიმართულებით. ამაში შედის როგორც აღვნიშნე, მტკიცე მხარდაჭერის მისია და საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნის პროგრამა. ჩვენ გვაქვს ბევრი ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო სწავლებები, წელს ვიხილეთ საქართველო-ნატოს წვრთნები, სადაც საქართველომ დაამტკიცა საკუთარი უნარი, იყოს ლიდერი ოპერაციის წარმართვის, კონტროლის და სხვა კომპონენტების მიმართულებით. რა თქმა უნდა ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს. გარდა ამისა, მსურს ვახსენო მასშტაბური სწავლება "მტკიცე სული" (agile spirit) და მომავალ წელსაც ველით ამ სწავლებას. ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი კომპონენტია გემების ვიზიტი, რაც შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას გვაძლევს. ეს ვიზიტები საშუალებას აძლევს საქართველოს, უფრო მეტი წვლილი შეიტანოს რეგიონულ უსაფრთხოებაში, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებაში. წელს ქართველი კურსდამთავრებულები აშშ-ის საზღვაო აკადემიაში გვყავდა. 2019 წელს დავასრულეთ ,,ჯაველინების“ სისტემის მიწოდება საქართველოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის. ვფიქრობ, ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალ წელს“,- განაცხადა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930