გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ელიზაბეთ რუდი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

22-12-2019


ნათელია, რომ საქართველომ საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს გეოგრაფია, თუმცა ვიტყოდი, რომ საქართველოს ძალა მდგომარეობს მის შიდა ერთიანობაში, მის პარტნიორობასა და მეგობრობაში სხვა ქვეყნებთან, სწორედ ამიტომაა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი მნიშვნელოვანია”, განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა კურიერთან“-ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მისი თქმით, ყველაფერი, რასაც საქართველო ქვეყნის შიგნით გასაძლიერებლად აკეთებს, იქნება ეს ეკონომიკური დივერსიფიკაცია ან თუნდაც პოლიტიკურ ველზე კონსენსუსის მიღწევა, უფრო ძლიერს და მტკიცეს ხდის საქართველოს, უფრო უნარიანს, რომ არა მხოლოდ გადაჭრას გამოწვევები, რასაც რუსეთის მავნე გავლენა ქმნის, არამედ გახდეს ძლიერი ქვეყანა, რომელიც დაიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, როდესაც პოლიტიკური პროცესი ამისთვის მზად იქნება.


,,ვფიქრობ ნათელია, რომ საქართველომ საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს გეოგრაფია. თუმცა ვიტყოდი, რომ საქართველოს ძალა მდგომარეობს მის შიდა ერთიანობაში, მის პარტნიორობასა და მეგობრობაში სხვა ქვეყნებთან. სწორედ ამიტომაა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი მნიშვნელოვანი. გავიმეორებ, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენთვის მიუღებელია ოკუპაცია. მოვუწოიდებთ რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს ჯარები კონფლიქტამდე პოზიციაზე და ნება დართოს ჰუმანიტარული დამხარების ხელმისაწვდომობას აფხაზი და ოსი ხალხისთის,რომლებიც საქართველოს განუყოფელ რეგიონებში ცხოვრობენ. ყველაფერი, რასაც საქართველო ქვეყნის შიგნით გასაძლიერებლად აკეთებს, იქნება ეს ეკონომიკური დივერსიფიკაცია, რომ არ იყოს დამოკიდებული მეზობელზე ან ტურისტების მოზიდვაზე სხვა ქვეყნებიდან, ამ დაუსაბუთებელი ფრენების შეწყვეტას რომ ნაკლები ზიანისმომტანი იყოს ქვეყნისთვის, ან თუნდაც პოლიტიკურ ველზე ქვეყნის შიგნით კონსენსუსის მიღწევა - ეს ყველაფერი უფრო ძლიერს და მტკიცეს ხდის საქართველოს, უფრო უნარიანს, რომ არა მხოლოდ გადაჭრას გამოწვევები, რასაც რუსეთის მავნე გავლენა ქმნის, არამედ გახდეს ძიერი ქვეყანა, რომელიც დაიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, როდესაც პოლიტიკური პროცესი ამისთვის მზად იქნება. ჩვენ ვართ აქ, იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ ამ პროცესს, ამიტომაც ვმონაწილოეობთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში”,- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930