გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ელიზაბეთ რუდი: მნიშვნელოვანია, გვქონდეს მაღალი დონის პროფესიონალიზმი ჟურნალისტებში

22-12-2019


,, ვხედავთ, რომ გაჩნდა ახალი არხები, ჟურნალისტებიც კვლავ აქტიურები არიან და მიხარია, რომ დღეს თქვენ გესაუბრებით. მნიშვნელოვანია, გვქონდეს მაღალი დონის პროფესიონალიზმი ჟურნალისტებში. არსებობს უამრავი შესაძლებლობა რომ გაშუქდეს პოლიტიკური დებატები და არ მოხდეს ზედმეტი პოლარიზება“,- განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია იყოს მრავალდფეროვანი მედიალანჩაფტი, რომელიც ყველა ხმის მოსმენის საშუალებას იძლევა.

,,ჩვენი ზოგადი მიდგომაა, რომ თვისუფალი და ცოცხალი მედია ნებისმიერი დემოკრატიისთვის ქვაკუთხედია. გვჯერა, მნიშვნელოვანია იყოს მრავალფეროვანი მედიალანჩაფტი, რომელიც ყველა ხმის მოსმენის საშუალებას იძლევა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდგომ იმ შედეგების, რაც ამ გადაწყვეტილების შედეგად მივიღეთ, ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ეს არ გამოიწვევდა მედიასივრცის შევიწროვებას. ახლა კი ვხედავთ, რომ გაჩნდა ახალი არხები, ჟურნალისტებიც კვლავ აქტიურები არიან და მიხარია, რომ დღეს თქვენ გესაუბრებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მაღალი დონის პროფესიონალიზმი ჟურნალისტებში. არსებობს უამრავი შესაძლებლობა, გაშუქდეს პოლიტიკური დებატები და არ მოხდეს ზედმეტი პოლარიზება ისე, რომ ხალხმა შეძლოს მიიღოს ობიექტური ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც მათ ქვეყანას ეხება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ქვეყანას საარჩევნო წელი უდგას”,- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930