22-12-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა გლდანისმასივის I მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების და მუხიანი-2 დასახლების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე დაბა ტაბახმელას, დაბა კოჯრის, გმირთა მოედანის, ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიის, თარხნიშვილის, ლუარსაბ შარაშიძის, ღამბაშიძის, ბოცვაძის, კოსტავას, ქუჩიშვილის, როდენის, ვერიკო ანჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის, მელიქიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, სოფიკო ჭიაურელის, კოტე მახარაძის, შიო მღვიმელის და ანანურის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ზღვისუბნის დასახლების Xა,Xბ მიკრორაიონების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, ნუცუბიძის პლატოს I, II,IV მიკრორაიონების, ჟღენტის, ერმილე ბედიას, მიხეილ თამარაშვილის, ხევძმარის, ქსნის და არბოს ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან 18 საათამდე კი დაბა წყნეთის, დაბა კიკეთის და სოფელი დიდების, ჭირნახულის, ბახტრიონის და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ქობულეთის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.