გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლუკა სირაძის ძმა სამართალდამცველების დასჯას ითხოვს

24-12-2019

15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის ძმა ბექა სირაძე, მისი ძმის დაკითხვაში მონაწილე სამართალდამცველების დასჯას ითხოვს.

"ამ ეტაპზე, იმ ადამიანების დასჯა გვინდა, ვინც მის დაკითხვასთან შეხებაში იყო. ეს ლუკას რა თქმა უნდა ვეღარ უშველის, თუმცა სხვა ბავშვებს დაიცავს. ჩემ ძმას ძლიერ ადამიანად ვიცნობდი, მაგრამ 15 წლის მაინც ბავშია, მან ვერ გაუძლო ზეწოლას. უნდოდა გაეანალიზებინა ყველა ის საფრთხე და მუქარა რაც შესაძლოა მე და ჩვენს ოჯახს მოგვსვლოდა", - ამბობს ბექა სირაძე.

ბექამ "მთავართან" საუბარში მისი ძმის თვითმკვლელობის მცდელობის დღეც გაიხსენა და აღნიშნა, რომ დედამისმა დასახმარებლად მარინა ჩოლოიანს მიმართა.

"როგორც ვიცი ლუკა ერთ დღესაც ადგა, სახლიდან გავიდა და დედას უხთრა, რომ სახლში აღარ დავბრუნდებიო. დედამ პირველ რიგში ჩოლოიანს დაურეკა და მას სთხოვა დახმარება. რაზეც ჩოლოიანმა უპასუხა - შენი შვილი ჩამოვიდეს გორიდან და იმან მოგაძებნინოსო", - ამბობს ბექა სირაძე.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა მას შემდეგ, რაც პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველებმა დაკითხეს.

როგორც სირაძის ადვოკატმა განაცხადა, მოზარდს ემუქრებოდნენ და დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. სირაძეს "მწვანე სკოლის" შენობის კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდნენ. მოზარდი სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

ასევე გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით ლუკა სირაძე დააშინეს, რომ თავის ძმას საფთხე დაემუქრებოდა. 

"პია"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930