24-12-2019
ქართული ოცნების ოფისთან, სამოქალაქო აქტივისტებმა ფეისბუკის განცხადებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების რეაქცია გააპროტესტეს.
სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით ამ პროცესებით ოცნებას კიდევ ერთხელ ჩამოეხსნა ნიღაბი.
„ჩვენი აქციით კიდევ ერთხელ გამოვხატავთ იმ დასამარებას, რაც განიცადა “ქართული ოცნების” მთავარმა პროპაგანდისტულმა იარაღმა ტროლ-ქარხნებმა, რითაც კიდევ ერთხელ ჩამოეხსნათ ნიღაბი მათ ყველანი მივხვდით, რომ ისინი პრორუსული ნარატივით, ზიზღის და სიძულვილის ენით ცდილობდნენ ხელისუფლების შენარცუნებას, ეს დასავლელი პარტნიორებისთვის იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ “ქართული ოცნება” არის რუსული გავლენის წარმომადგენელი და იმ სახელმწიფოს მიმტაცებელი, რაზეც ვსაუბრობდით სამოქალაქო აქტივისტები და ეს დასამარება არის წინამორბედი საბოლოო დასამარებისა, რაც აუცილებლად მოელის მთავარ ტროლს ბიძინა ივანიშვილს“,-განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ 400-ზე მეტი ქართული ანგარიში გააუქმა. “ფეისბუქის” განცხადებით, ყალბი პროფილები საქართველოს ხელისუფლების ნარატივს და მის საერთო მესიჯბოქსს ავრცელებდნენ, ასევე, ეწეოდნენ ანტიდასავლურ კამპანიას და ოპოზიციურ ლიდერებზე ჭორებს ავრცელებდნენ.