გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართა

24-12-2019

საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის 2019 წლის გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართა.

ფარული კენჭისყრის საფუძველზე სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით საუკეთესო ნამუშევრისთვის 2019 წლის პრემია მხატვარ ჯემალ ბასარიას მიენიჭა. გამარჯვებულს ჯილდო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ გადასცა.

სერტიფიკატები ასევე გადაეცათ პროექტში მონაწილე ხელოვანებს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის, საქართველოს მხატვართა კავშირის და აფხაზეთის მხატვართა კავშირის მხარდაჭერით და ორგანიზებით გაიმართა.
ნიკოლოზ თაბუკაშვილის პრემია ორ წელიწადში ერთხელ ერთ გამარჯვებულზე - 2000 ლარის ოდენობით გაიცემა. პრემია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში შექმნილ ნამუშევარს ენიჭება. საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაშრომები ძირითადად აფხაზეთის თემატიკას და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ეძღვნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930