24-12-2019
ახალი წლიდან უნგრელები უნაყოფობაზე უფასოდ მკურნალობას შეძლებენ: მათ პროცედურებსა და მედიკამენტებზე თანხის გადახდა არ მოუწევთ. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.
ამ გეგმის განსახორციელებლად მთავრობამ 6 უმსხვილესი რეპროდუქციული კლინიკის დროებითი ნაციონალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო.
მანამდე უნგრელებს ხელოვნური განაყოფიერების 5 პროცედურის უფასოდ ჩატარების უფლება ჰქონდათ, ახლა კი მათ მისი გამოყენება განუსაზღვრელად შეეძლებათ.
გარდა ამისა, 2020 წლის 1 ივლისიდან მოქალაქეები უფასოდ ჩაიტარებენ დიაგნოსტიკას, რომელიც რეპროდუქციულ სფეეროში პრობლემების გამოვლენის საშუალებას იძლევა.
ამ გზით უნგრეთის ხელისუფლება დემოგრაფიულ კრიზისთან ბრძოლას გეგმავს.