გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახაბერ კუჭავა: ყველგან და მათ შორის ოფიციალურ განცხადებებშიც ნათქვამია, რომ როგორც არასდროს, ისეთი ძლიერია წლების მანძილზე საქართველოს და აშშ-ს შორის ჩამოყალიბებული პარტნიორობა და ურთიერთობები

24-12-2019

„ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორის დამოკიდებულება, რომ საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით გამორჩეული ქვეყნაა ჩვენს რეგიონში არ შეცვლილა. პირიქით, ხაზგასმით იყო ყველგან ნახსენები და ეს შემდეგაც ოფიციალურ განცხადებებშიც იქნა ნათქვამი, რომ როგორც არასდროს, ისეთი ძლიერია წლების მანძილზე საქართველოს და აშშ-ს შორის ჩამოყალიბებული პარტნიორობა და ურთიერთობები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, აღნიშნული განცხადების ოთხ წინადადებაში ხუთი კონკრეტული გზავნილია მოცემული.

„პირველი გზავნილში - „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს“ - აქ მოცემულია ზოგადი შეფასება მხარდაჭერაზე.

შემდეგ წინადადებაში - ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს,- ნახსენებია სიტყვები: მივესალმებით და პროგრესს.

შემდეგი გზავნილია - „მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ“. აქ ხომ არ წერია ვგმობთ ან კითხვის ნიშნები გავქვს ან ჩვენთვის წუხილია? ამბობენ პირდაპირ, რომ მიესალმებიან. როგორ შეიძლება ამის სხვანაირად ინტერპრეტაცია?
მეოთხე წინადადებაა - „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით“. არასდროს გვითქვამს, რომ სასამართლო სისტემა ჩვენთან უნაკლოა და არ საჭიროებს დამატებით გამოსწორებას. ზუსტად, ამაზე გვქონდა ამერიკაში ვიზიტის დროს საუბარი. ისინი მიესალმებიან იმ პროგრესს, რაც სასამართლო სისტემაშია. ეს ხაზგასმულია, მაგრამ მოგვიწოდებენ, რომ კიდევ უფრო განმტკიცდეს ანუ კი არ შეიქმნას, რომელიც არ არსებობს, პირიქით, არსებობს და კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს.

მნიშვნელოვანია ბოლო წინადადებაც. „ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“. აქ საუბარია ინსტიტუციონალიზაციაზე. მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ სისტემა. ამიტომაც ვაკეთებ რეფორმებს, რომელსაც მოჰყვება რეფორმების შემდეგი ტალღები, რომელიც კიდევ უფრო დახვეწს არსებულ სისტემას, ის რომელიც რადიკალურად წარმატებულია და პროგრესულია, ვიდრე იყო ადრე“, - აღნიშნა კახაბერ კუჭავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930