გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს

24-12-2019

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს.

კონკრეტულად, თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) მიმართულებით რეისები შესრულდება 25,26,27,28, 29,30 და 31 დეკემბერს, ხოლო თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით 26,27,28,29,30, და 31 დეკემბერს.

დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი #878/877 გასვლა-08:50; ჩასვლა-14:30; გამოსვლა-19:10;
ჩამოსვლა-0:35.

თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807 გასვლა-10:30; ჩასვლა-15:30; გამოსვლა-17:00; ჩამოსვლა-22:00.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930