გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იაპონელი ექსპერტები საქართველოს სხვადასხვა სფეროში საკონსულტაციო დახმარებას გაუწევენ

24-12-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში "იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის იაპონიის მოხალისეთა საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პროგრამის ნოტების გაცვლის გზით შეთანხმების" ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

აღნიშული შეთანხმება გულისხმობს იაპონური მხარის მიერ საქართველოში ე.წ. მოხალისეების მივლინებას სხვადასხვა სფეროში დახმარების გასაწევად და საქართველოში ეკონომიკური და საზოგაადოებრივი განვითარების პროცესის ხელშესაწყობად.

შეთანხმებას ხელს მოაწერენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა.

იაპონური მხარის მიერ ინიცირებულ შეთანხმების პროექტს განახორციელებს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA). პროექტის ფარგლებში, იაპონური მხარე საქართველოში მივლინებით გამოგზავნის JICA-ს მოხალისეებს, რომლებსაც შეეძლებათ დახმარება აღმოუჩინონ ქართულ მხარეს განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის, კულტურის, სოფლის მეურნეობისა და საზოგადოებრივი განვითარების სფეროებში.

1965 წელს დაფუძნებული JICA-ს მოხალისეების პროგრამის ფარგლებში დღემდე 50,000-ზე მეტი იაპონელი მოხალისე იქნა მივლინებული მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 100-მდე ქვეყანაში. ამ ეტაპზე პროგრამაში მონაწილეობს 2,000-მდე იაპონელი მოხალისე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930