გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

24-12-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტეოენერგიის მიწოდება
შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11;00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), აბასთუმანის, ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, იმედაშვილის, შენგელიას, გუნიას, ცაბაძის, წინამძღვრიშვილის და ვანის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის(ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III, IV, V მიკრორაიონების, ნუცუბიძის, ჟღენტის, მარგიანის, ვარაზის, ინტენსიფიკაციის, პიკასოს, მინდელის, პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძის, ხიზანიშვილის, სარაჯიშვილის, ილორის და მარატ ნოზაძის მაცხოვრებლებს შეეხება.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, ტერევერკოს და ბოხუას ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 17 საათამდე თემქის დასახლების III მიკრორაიონისV კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონისV კვარტლის და გია რომელაშვილისქუჩის მაცხოვრებლები, 12 საათიდან14 საათამდე პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან 18 საათამდე დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 14 საათამდე ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბაშიძის და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930