გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში ნავთობის მოპოვების მაჩვენებელმა 5,6 პროცენტით იკლო

24-12-2019

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა 5,4 პროცენტით და შეადგინა 12 148,6 მილიონი კილოვატსაათი.

საქსტატის ინფორმაციით, ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა ძირითადად განპირობებული იყო როგორც მეტი წყალმოდინებით, ასევე 2 სეზონური და 7 მცირე ელექტროსადგურის სისტემაში ჩართვით.

2018 წლის განმავლობაში მოპოვებულია 30,2 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2017 წელთან შედარებით 5,6 პროცენტით ნაკლები), 137,9 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 48,6 პროცენტით ნაკლები) და 10,2 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 20,0 პროცენტით მეტი). გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წელს საქართველოში წარმოებულია 1 440,1 ათასი მ3 შეშა (წინა წელთან შედარებით 25,7 პროცენტით ნაკლები). 2018 წელს მოხმარებულია 11 937,3 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია (რაც 6,5 პროცენტით აღემატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს).

ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ძირითადად განპირობებულია როგორც წარმოების მოცულობისა და მომსახურების დარგების გაფართოებით, ასევე შინამეურნეობებში აღნიშნულ ენერგორესურსზე მოთხოვნის ზრდით. 2018 წლის მონაცემებით ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 2 408,3 მილიონი მ3 (წინა წელთან შედარებით 1,3 პროცენტით ნაკლები), ხოლო წლის განმავლობაში მოხმარებულია 1 809,2 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი, (წინა წელთან შედარებით 0,8 პროცენტით ნაკლები). 2017 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირდა შინამეურნეობების სექტორში (3,7 პროცენტით ნაკლები).

შემცირების მიზეზი უმთავრესად თბილი ზამთარი იყო. მოთხოვნის შესაბამისად, დამამუშავებელი მრეწველობის ცალკეულ დარგში და საგზაო ტრანსპორტში ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირებულია. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 240,0 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, (წინა წელთან შედარებით 2,3 პროცენტით ნაკლები, რაც გარკვეულწილად ნავთობპროდუქტებზე ფასების მატებით აიხსნება).

"2018 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის დარგი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 33,1 პროცენტი. 27,7 პროცენტი მოდის შინამეურნეობებზე, 20,5 პროცენტი - მრეწველობის დარგზე, 2,6 პროცენტი - მშენებლობაზე, 0,6 პროცენტი - სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგზე, ხოლო დარჩენილი 15,5 პროცენტი - კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება"-აცხადებენ საქსტატში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930