26-12-2019
თურქეთში ვანის ტბაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა. დაიღუპა 7 ადამიანი, მაშველებმა 64 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს.
თურქული მედიის ცნობით, ნავს არალეგალური მიგრანტები გადაჰყავდა პაკისტანიდან, ბანგლადეშიდან და ავღანეთიდან.
თურქეთში ვანის პროვინცია ირანს ესაზღვრება, ის ავღანელი და პაკისტანელი მიგრანტებისთვის სატრანზიტო ზონაა.