გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განათლების მინისტრის მოადგილემ სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

26-12-2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სასკოლო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა, რომელთაც კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები გადაეცათ.

„სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის ქვეპროგრამის" ფარგლებში, მოსწავლეებისთვის სკოლებში ორი კონკურსი ჩატარდა - კომიქსების კონკურსი ჯანსაღი ცხოვრების წესის თემაზე და პოსტერების კონკურსი სახელწოდებით - „არა ბულინგს“.

კომიქსების კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს კომიქსები ჯანსაღი ცხოვრების წესის თემაზე, რომლის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. კერძოდ: ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაცია, ასევე მავნე ჩვევების (თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკული ნივთიერებები და ა.შ.) დაგმობა.

პოსტერების კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე. კონკურსის მიზანი იყო, მოზარდებს გამოეხატათ დამოკიდებულება ბულინგის ყველა ფორმის, მათ შორის ფიზიკური, ვერბალური, ფსიქოლოგიური, კიბერ და სხვა ტიპის ბულინგის მიმართ.

ორივე კონკურსის ფარგლებში საკონკურსო ნამუშევრების შეფასების კომისიის მიერ გამოვლინდა I, II, III ადგილებზე გასული საკონკურსო ნამუშევრები და ასევე ჟიურის სპეციალური ნომინაციები, რომელთა ავტორებს (ჯამში გამარჯვებული გახდა 14 მოსწავლე უმეტესობა რეგიონებიდან) კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებითა და დიპლომები გადაეცათ.

ჯანსაღი ცხოვრების წესის თემაზე, კომიქსების კონკურსში პირველი ადგილის მფლობელი ქუთაისის N29 საჯარო სკოლის მოსწავლე ანანო სანიკიძე გახდა, რომელსაც 500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი და დიპლომი გადაეცა. მეორე ადგილზე გავიდა თბილისის N169 საჯარო სკოლის მოსწავლე ანასტასია ჟღენტი, რომელსაც 400 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი და დიპლომი გადაეცა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ზესტაფონის N6 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ჭუმბურიძე გახდა, რომელსაც 200 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი და დიპლომი გადაეცა.

ჟიურის რჩეულები გახდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გერაძე, სენაკის №3 საჯარო სკოლის მოსწავლე ეთერი ეჯიბია, თბილისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ჯელია და ზესტაფონის N6 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ჭუმბურიძე, რომელთაც ასევე 200-200 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი და დიპლომი გადაეცათ.
პოსტერების კონკურსში „არა ბულინგს“ პირველი ადგილი ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მოსწავლე ირინე ფრუიძემ დაიკავა, რომელსაც 500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი და დიპლომი გადაეცა. მეორე ადგილზე გავიდა სამტრედიის №11 საჯარო სკოლის მოსწავლე ნოდიკო ბელთაძე, რომელიც 400 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათით და დიპლომით დაჯილდოვდა. მესამე ადგილზე გავიდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო მამულაშვილი, რომელსაც 300 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი და დიპლომი გადაეცა.

ჟიურის რჩეული რჩეულები გახდნენ - თბილისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა მაისურაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლე შალვა ხილაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე თეკლა ხითარიშვილი და აბაშის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო სირია, რომელთაც 200-200 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი და დიპლომები გადაეცათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930