გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სარეკლამო კომპანია ,,პანდა“: მოვუწოდებთ "მთავარ არხს" და "ფორმულას", თუ ხართ ობიექტური ტელევიზიები, სრულად გააშუქეთ ჩვენი პასუხი

27-12-2019

“ჩვენს რესურსებში მართლაც ვაკრიტიკებდით „ნაციონალურ მოძრაობას", ქვეყანაში დიქტატურის დაბრუნების შიშით“,- ამბობს სარეკლამო კომპანია პანდა გავრცელებულ მომართვაში.

„იმ უამრავი ბრალდებიდან, რომელიც მედიამ მოგვაკერა ჩვენ ვადასტურებთ მხოლოდ მცირე ნაწილს. "ფეისბუქი" გამოქვეყნებულ დასკვნაში საუბრობს ჩვენი მხრიდან ოპოზიციის კრიტიკაზე, დიახ ჩვენ, ჩვენს რესურსებში მართლაც ვაკრიტიკებდით ოპოზიციას, უფრო კონკრეტულად „ნაციონალურ მოძრაობას". ჩვენ ამას არ ვაკეთებდით "ქართული ოცნების" სიყვარულით, არამედ ვაკეთებდით ქვეყანაში დიქტატურის დაბრუნების შიშით, რადგან ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენს თავზე გვაქვს გამოცდილი. თქვენთვის რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გვჯეროდა და გჯვერა იმის, რასაც ვაკეთებთ. ჩვენი ვალდებულებაა, რომ თავისუფლების წართმევის მცდელობით მიღებული ტკივილები, რომელიც 51-ე სკოლაში ჩვენმა კლასმა გამოვიარეთ მომავალში არცერთმა ადამიანმა აღარ იგრძნოს. ისტორია ასეთია - მერვე კლასში ვიყავით, როცა ერთ-ერთ გადაცემაში გავაგზავნეთ პლაკატი. მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და დიქტატურას ვაკრიტიკებდით. მეორე დილიდანვე ჩვენს მიმართ პოლიციის მხრიდან დაიწყო დევნა და ფსიქოლოგიური ტერორი. იმავე დღეს ჩვენი მეგობრის მამა სახელწიფო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ ჩვენი დაჭერით. 51 - ე სკოლის დირექტორმა - ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით ლაგვილავამ- დაშალა ჩვენი კლასი, თუმცა, ვერ დაშალა იდეა, რომელსაც დღემდე ვემსახურებით. დღეს ჩვენი მორალური ღირებულებები ეფუძვნება იმას, რომ თქვენ და თქვენმა შვილებმა იგივე არ გამოსცადოთ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930