27-12-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გმირთა მოედნის, ფილარმონიის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის, ვერეს შესახვევის, ვერეს დაღმართის, სანაპიროს, ნიკო ნიკოლაძის, ბოცვაძის, საქანელას, გალაკტიონ ტაბიძის, მიხეილ ჯავახიშვილის, კოსტავას, ქუჩიშვილის, ქიაჩელის, ვერიკო ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, ახვლედიანის, მედეა(მზია) ჯუღელის, ფარნაოზ ლაპიაშვილის, შინდისის, ამაღლების, ოქროყანის და ჭოველიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 18 საათამდე ვარკეთილისIII მასივის III,V კვარტლების,მეტრო „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის, ზურაბ აბულაძის, რომანოზ ხომლელის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
14 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ლილოს დასახლების II,Vკვარტლების, საქსოფმანქანის დასახლების II კვარტლის და ფრანგულიანის ქუჩის მაცხოვრებლები, 11 საათიდან17 საათამდე ვაჟა-ფშაველას IIკვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I,II, III, IV, Vმიკრორაიონების, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან14 საათამდე ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ბერბუკის, პავლე ასლანიდის, მიცკევიჩის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 12 საათიდან 13 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლები.