გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
"ქეთა თოფურია არ წარმოადგენს ჩემთვის იმ პერსონას, რომელზეც ერეკლე დეისაძემ კომენტარები უნდა გააკეთოს"

6-03-2018

ქეთა თოფურიას გარშემო ვნებათაღელვა არ წყდება. რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა გუშინ თაყვანისმცემლებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რამაც ქართული საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა და ინსტაგრამზე ის მკაცრად გააკრიტიკეს. ქეთამ თაყვანისმცემლები უპასუხოდ არ დატოვა და ინსტაგრამზე დაწერა, რომ საქართველოს დედა სააკაშვილმა მო***ნა და არა პუტინმა.

რას ფიქრობენ ქეთა თოფურიას გუშინდელ განცხადებებზე ქართველი მომღერლები, ამის გასარკვევად მათ დავუკავშირდით. აღსანიშნავია, რომ ბევრმა მათგანმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა, ბევრმა მისი პოზიცია დაგმო, მაგრამ საჯაროდ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. იყვნენ ისეთებიც, ვინც თვლის, რომ ამ თემის ტირაჟირება არ უნდა მოხდეს.

 


ანრი ჯოხაძე:
 მე ვნახე, რომ ქეთა თოფურიამ ხალხს მოუწოდა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ. ასეთ აქციაში შესაძლოა, ქართველი მომღერლებიც იყვნენ ჩართული. მე კონკრეტული პიროვნების მხარდაჭერას ვერ ვხედავ. რაც შეეხება მის განცხადებას, 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, რატომ გიკვირთ ეს განცხადება რუსეთში მოღვაწე მომღერლისგან? როგორც ხედავს და ესმის პატრიოტიზმი, ისე გამოხატავს.


გიორგი უშიკიშვილი:
 ჩემი აზრით, სრულიად არაადეკვატური განცხადებაა ის, რაც თოფურიამ თქვა. ეს არის იმის დადასტურება, როგორ შეიძლება შენი ქვეყნის ინტერესები მატერიალური კეთილდღეობის გამო გაცვალო მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებზე. ვერასდროს ამოვხსნი, ქართველმა ასეთი განცხადება რატომ უნდა გააკეთოს. ასეთი განცხადება შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, რომელიც არის კონკრეტული ქვეყნის მტერი.

გიგა კვენეტაძე: მე ვერ ვხვდები, რატომ აქვს აგრესია ზოგიერთ პიროვნებას რუსეთში წარმატებულ ქართველებზე, მინდა, დავაფიქსირო და ვთქვა ეს ქართველი ხალხის აზრი არ არის, როგორც ამბობენ ის სუბიექტები, ვისაც რეალურად ქართველი ერის ტკივილი არ აღელვებს, ქეთა თიფურია ჩემი უახლოესი და ოჯახის წევრია, ის რუსეთის მოქალაქეა, როგორც მე და აქვს უფლება წავიდეს არჩევნებზე და თავისუფალი აზრი დააფიქსიროს, ჩვენ არ გვავიწყდება რაც ერთი წამით, სად დავიბადეთ, სად გავიზარდეთ და რომელი ქვეყნის დესპანები ვართ, ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქართველო.

დათო ხუჯაძე: რა გითხრათ, ცუდი გოგოა თუ კარგი? მან დაწერა არჩევნებზე მიდითო და ამის გამო ვიღაცეებმა სოციალურ ქსელში „მიასხეს“. წარმოდგენა არ მაქვს, ამაზე რა პასუხი უნდა გაგცეთ.

ერეკლე დეისაძე: ქეთა თოფურია არ წარმოადგენს ჩემთვის იმ პერსონას, რომელზეც ერეკლე დეისაძემ კომენტარები უნდა გააკეთოს.

cyc.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930