გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოპოზიცია დედაქალაქის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს

27-12-2019

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის დავით ჟღენტის ინფორმაციით, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება და არ აპირებს დედაქალაქის წლევანდელ ბიუჯეტს მხარი დაუჭიროს.
"დღეს მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა იყოს მიღებული. შესაბამისად, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ბიუჯეტის მიღებას, ვინაიდან აღნიშნული ბიუჯეტი არ არის ორიენტირებული თბილისელების მთავარი პრობლემების მოგვარებაზე. ჩვენ გვაქვს ბოიკოტის რეჟიმი და საკრებულოს სხდომას არ დავესწრებით. "ქართული ოცნების" მხრიდან წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერთ", - განაცხადა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში დავით ჟღენტმა.

ცნობისთვის, დღეს საკრებულოში თბილისის მერი კახა კალაძე 2020 წლის ბიუჯეტს წარადგენს.

2020 წლის ბიუჯეტი მილიარდ 21 მილიონით განისაზღვრა.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30