გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფეთქება გარდაბანში – საცხოვრებელ სახლში ბუნებრივმა აირმა გაჟონა

27-12-2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. ცეცხლი 3-სართულიანი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა.
“რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ აფეთქების სავარაუდო მიზეზი CO-ს დაგროვებაა. უწყების ცნობით, სახლში გაზის გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

შემთხვევის შედეგად 85 წლის მამაკაცი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.
დამწვარია 30 მ.კვ. – მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდირება დროულად შეძლეს. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის  240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

"კვირა"


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930