27-12-2019
თბილისის საკრებულოს წევრებმა, ლევან ხაბეიშვილმა და ირაკლი ნადირაძემ პროკურატურას განცადებით მიმართეს საახალწლო ნაძვის ხის ხარჯაღრიცხვასთან დაკავშირებით, ასევე 12 ათას ლარიანი სკამების თაობაზე, რომლის დადგმასაც მერია ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე გეგმავს, გამოძიების დაწყება მოითხოვეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილი განცხადებით, საგამოძიებო უწყებამ უნდა შეისწავლოს ის სატენდერო დოკუმენტაცია, რომლითაც დედაქალაქის მერიამ თბილისის ნაძვის ხის შესაძენად მილიონი ლარი დახარჯა. ხაბეიშვილი მეორე განცხადების დარეგისტრირებასაც აპირებს, სადაც საუბარია ქუჩის სკამებზე, რომელშიც, მისი თქმით, მერია 12 ათას ლარის გადახდას აპირებს.
„ერთი მილიონია გადახდილი ნაძვის ხეში, რომლის საბაზრო ღირებულება ალბათ არ აღემატება 100 ათას ლარს. ამიტომ მნიშვნელოვანია, პროკურატურამ გამოიძიოს, რამდენად ადეკვატური იყო ის საბიუჯეტო სახსრები, ვგულისხმობ მილიონ ლარს, რომელიც გადახდილია ნაძვის ხეში. მეორე განცხადება, რომელსაც დღეს დავარეგისტრირებთ, ეხება სკამებს, რომლშიც კალაძე ერთ ცალში 12 ათას ლარს გადაიხდის. პროკურატურას სხვა საქმეებთან ერთად მოუწევს ამ ორი საქმის გამოძიება“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.