28-12-2019
საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გარფინდაშვილი თავისუფალია.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
“საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.