გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სუს-ი განცხადებას ავრცელებს

28-12-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან დრეს გათავისუფლდა, ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ საქმეში. ყოველდღიულ რეჟიმში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იყო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და მათი კოორდინირებული და დაუღალავი საქმიანობის შედეგად და , რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების შედეგად დადგა ეს შედეგი, რისი მოწმენიც დღეს ჩვენ გავხდით. ბატონი ვაჟას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი. ამ წუთას იგი იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მოგვიანებით უფრო მეტი დეტალის გაზიარების შევძლებთ“-განაცხადა ანთაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930