30-12-2019
“ეს ბიძინა ივანიშვილმა იცის, ამიტომ არის სულ ისტერიკაში და პანიკაში”-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში, 2020 წლის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბოლო საერთაშორისო კვლევების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას მოსახლეობის 60% ითხოვს.
“სინამდვილე არის შემდეგი. ბოლო გამოკითხვებში, რომელიც იყო საერთაშორისო გამოკითხვები, ქართველების 60% ამბობდა რომ ჩვენ გვინდა მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება. 60%-ზე მეტი ამბობს ამას. ეს არის ფენომენალური ციფრი! 60%-ზე მეტი!
ეს ბიძინა ივანიშვილმა იცის, ამიტომ არის სულ ისტერიკაში და პანიკაში, მაგრამ ჩემი ამოცანა ის კი არ არის, კი ფიგურალურად ამბობს ხალხი, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნაბს, მაგრამ ჩემი ამოცანა არის დაბრუნდეს განვითარება, სწრაფი ტემპით წინსვლა. მოვიდეს ახალი თაობა”,-ამბობს მიხეილ სააკაშვილი.