გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა: სინოდის შუმადგომლობა ფარსი იყო

6-01-2020

მსჯავრდებულ დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა განცხადება, რაც პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა.


თორნიკე მამალაძის თქმით, ეს არ იყო პრეზიდენტის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ეს იყო თავად კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის გადაწყვეტილება, რადგან მან ზურაბიშვილთან პირად საუბრებში უარი თქვა გიორგი მამალაძის შეწყალებაზე.

„სალომე ზურაბიშვილმა რაც თქვა, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ არის. ეს არის წინა დღეებში პატრიარქთან შეხვედრის შედეგი. მე მაქვს ინფორმაცია და ვიცოდი, თუმცა ბოლომდე არ მჯეროდა და ამ წუთამდე თავს ვიკავებდი ამ კომენტარისგან.

მაქვს ინფორმაცია, რომ თავად ილია მეორემ სალომე ზურაბიშვილს პირად საუბრებში უარი უთხრა, დეკანოზი შეეწყალებინა. სინოდის შუმადგომლობა იყო ფარსი. დადგეს სპექტაკლი და ძალიან კარგად გამოუვიდათ ეს, რადგანაც არიან კარგი მსახიობები.

ეს გადაწყვეტილება, რომ ჩემი ძმა ისევ საპყრობილეში რჩება, არის თავად პატრიარქის გადაწყვეტილება“,- განაცხადა დეკანოზ მამალაძის ძმამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031