გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ავსტრალიაში ცეცხლის განზრახ გაჩენაში დამნაშავედ 24 პირი ცნეს

8-01-2020

ვსტრალიაში ცეცხლის განზრახ გაჩენაში დამნაშავედ 24 პირი ცნეს. დაკავებულ პირებს ბრალად ახალ სამხრეთ უელსში ბუჩქებით დაფარულ ტერიტორიაზე ცეცხლის გაჩენა ედებათ.


პოლიციამ 8 ნოემბრის შემდეგ ამ ბრალდებით საქმე 183 ადამიანის წინააღმდეგ აღძრა, მათ შორის 40 არასრულწლოვანი იყო. 47-მა პირმა ცეცხლი ანთებული სიგარეტის ან ასანთის გადადგებით გააჩინა. ბრალდებულების ნაწილმა დაარღვია ცეცხლის დანთებაზე აკრძალვა. მათმა ნაწილმა გაფრთხილება მიიღო, საქმეების ნაწილი კი სისხლის სამართლის დანაშაულად გადაკვალიფიცირდა.


ავსტრალიაში ხანძრის შედეგა სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა. დაიწვა 7 მილიონზე მეტი ჰექტარი ტერიტორია, მათ შორის ტყეები და ეროვნული პარკები. შედეგად ნახევარ მილიარდამდე ცხოველი დაიხოცა. ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ქვეყნის შეიარაღებული ძალები.


https://pirveliradio.ge/index.php?newsid=136169

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728