9-01-2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადება გააკეეთ , რითაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისს გამოეხმაურა.
გაახარიას თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, საელჩოებისა და საკონსულოების საშუალებით სრული მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დღეს შეიძლება დაძაბულობის ზონაში იმყოფებოდეს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მშვიდობიან მოლაპარაკებებსა და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს.
„ბოლო დღეების განმავლობაში ყველა ჩვენგანის ყურადღება მიპყრობილი იყო იმ დაძაბულობაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში განვითარდა. ჩვენ პირველივე დღიდან დღემდე სრულ სინქრონში ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას.
რა თქმა უნდა, საბედნიეროდ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებსა და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, რამეთუ ფართოდ რეგიონისთვის ყველა სახის დაძაბულობა არის უაღრესად დიდი პრობლემა როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ ჩვენ უახლოეს კავშირზე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან დღესაც ყურადღებით თვალყურს ვადევნებთ რა ხდება ფართოდ რეგიონში.
გარდა ამისა, ყველა შესაბამისი უწყება საქართველოს მთავრობის მჭიდრო კავშირშია თავიანთ პარტნიორებთან და ერთობლივად მუშაობენ, რომ სრულად იყოს გაანალიზებული ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება შეიქმნას ჩვენი ქვეყნისთვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომა.