გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილი: მთავრობა იწყებს პროცედურებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით

9-01-2020

ვიცე პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა იწყებს პროცედურებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.


„იქიდან გამომდინარე, რომ 2017 წლიდან კონსორციუმის მხრიდან ხდება ვალდებულებების შეუსრულებლობა, დღეის მდგომარეობით, კონსორციუმმა დღეისთვის ვერ შეძლო კერძო ინვესტორის მოზიდვა და 120 მილიონი დოლარით საკუთარი კაპიტალის შევსება, ასევე ვერ მოახერხა ინვესტორმა საერთაშორისო ბანკებიდან 400 მილიონი დოლარის სესხის მიღება, აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით კონსორციუმს არ აქვს წარმოდგენილი რეალური ინვესტორი და პროექტის განხორციელების რეალისტური ხედვა, მთავრობამ იმისჯელა და გადაწყვიტა, რომ შემდგომ გადავადებას არ ექნება დადებითი შედეგი პროექტის განხორციელებისთვის, ამდენად მთავრობამ გადაწყვიტა, დაიწყოს პროცედეურები ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930