გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჰასან როუჰანი: თუ ამერიკა ჩაიდენს დანაშაულს, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მოვიქცევით გაბედულად, როგორც აქამდე ვიქცეოდით

9-01-2020

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დღეიდან, თუ ამერიკას სურს კიდევ ერთი დანაშაულის ჩადენა, უნდა იცოდეს რომ ძლიერ პასუხს მიიღებს.


„თუ ამერიკა ჩაიდენს დანაშაულს, არ აქვს მნიშვნელობა როგორ დაგვემუქრება ის, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მოვიქცევით გაბედულად, როგორც ეს აქამდე ვქენით. დღეიდან, თუ ამერიკას სურს კიდევ ერთი დანაშაულის ჩადენა, უნდა იცოდეს რომ ძლიერ პასუხს მიიღებს. თუ ამერიკა აღმოაჩენს, რომ მათ პრობლემა აქვთ მსოფლიოს რომელიმე ნაწილში, ნუ იტყვით რომ ეს ირანის შეკვეთილი იყო. თუ ხვალ, რომელიმე ქვეყანაში რამე მოხდება, ამერიკელები იტყვიან რომ ეს ირანის მიერ მართული ძალების გაკეთებულია. ჩვენ არ გვყავს ჩვენგან მართული ძალები, ამერიკელები ამაში თავიდანვე შეცდნენ. ამ რეგიონის ხალხი მცოდნე, თავისუფალი და თავიანთი გადაწყვეტილებებით მოქმედნი არიან. ისინი არ არიან ჩვენი კონტროლისა ან ბრძანებების ქვეშ“, - განაცხადა ჰასან როუჰანიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031