გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ბეჟაშვილი: „ივანიშვილს დაგეგმილი აქვს ანაკლიის პორტის საკითხი პირად და ფინანსურ ინტერესებს დაუქვემდებაროს“

9-01-2020

„ნაციონალურ მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ივანიშვილს დაგეგმილი აქვს, ანაკლიის პორტის საკითხი პირად და ფინანსურ ინტერესებს დაუქვემდებაროს.


„ივანიშვილს დაგეგმილი აქვს, რომ ანაკლიის პორტის საკითხი, თუ ამას აღსრულება უწერია, პირად და ფინანსურ ინტერესებს დაუქვემდებაროს და ის ჯგუფები შემოიყვანოს, რომელიც უშუალოდ თავისი კონტროლის ქვეშ იქნება.
ამიტომ საზოგადეობისათვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება დროზე ჩამოშორდეს ქვეყანს, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანის პორტი, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამება, განხორციელდეს საერთაშორისო ინვესტორების და კონსორციუმის მონაწილეობით“, განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930