9-01-2020
მღვდელ-მონაზონმა, ანდრია სარიამ მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე საუბრისას განაცხადა, რომ საპატრიარქო და ხელისუფლება ერთად დგანან დეკანოზის წინააღმდეგ, ორივე ცდილობს, სულით გატყდეს და სხეულით დაზიანდეს.
მღვდელ-მონაზონი დეკანოზ გიორგი მამალაძის საზიარებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მისული.
„საპატრიარქო და ხელისუფლება ერთად დგანან მის წინააღმდეგ. როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს, სადუკევლები და ფარისევლები გაერთიანდნენ; ზუსტად მამა გიორგი მამალაძის წინააღმდეგ გაერთიანებულია ორი ასე ვთქვათ, სადამსჯელო ორგანიზაცია, ორივე ცდილობს, რომ იგი სულით გატყდეს და სხეულით დაზიანდეს, ორივე ინსტიტუტი, ასე ვთქვათ, მისი მორალური და სხეულებრივი დაზიანებისთვისაა მობილიზებული“, - განაცხადა მღვდელ-მონაზონმა.