9-01-2020
რამდენიმე წლის წინ უკვე მუშა პორტი უნდა გვქონოდა, მაგრამ კონსორციუმმა ფინანსები ვერ მოიზიდა, თუმცა ინვესტიციებს რომ ვერ მოიზიდავდა ეს ჯერ კიდევ 2017 სექტემბერში იყო ცნობილი,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ანაკლიის კონსორციუმს" რომ შეუწყდა ხელშეკრულება სრულიად ლოგიკურია, მაგრამ ძალიან დაგვიანებული. რამდენიმე წლის წინ უკვე მუშა პორტი უნდა გვქონოდა, მაგრამ კონსორციუმმა ფინანსები ვერ მოიზიდა, თუმცა ინვესტიციებს რომ ვერ მოიზიდავდა ეს ჯერ კიდევ 2017 სექტემბერში იყო ცნობილი. გარდა ამისა ტრაგი-კომიკური იყო კონსორციუმის მმართველთა განცხადებები და კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რაც ოდნავ მაინც სერიოზული კომპანიის მართვის სტანდარტებში ვერანაირად ვერ ჯდება. მე ვთვლი, რომ ერი მოატყუეს და დრო დაიკარგა“,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.