გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ჰოსპიტალიზებულია

10-01-2020

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ჰოსპიტალიზებულია.


ვალერი კვარჩია საავადმყოფოში გულის შეტევით გადაიყვანეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ე.წ. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კვარჩიამ „პარლამენტის“ შენობა თავისი ფეხით ექიმებთან ერთად დატოვა. ადგილზე შეკრებილებს კი კეთილგონიერებისკენ მოუწოდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში არეულობა გრძელდება. მოსახლეობა რაულ ხაჯიბას მეორე ვადით „პრეზიდენტად“ არჩევას აპროტესტებს.

გუშინ ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ.


სოხუმში მიმდინარე მოვლენებს, თბილისში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30