გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„უკრაინული ავიალაინერი ირანის რაკეტამ ჩამოაგდო“ - ჯასტინ ტრუდო

10-01-2020

კანადის პრემიერ-მინიტრი, ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული მონაცემებით, უკრაინული ავიალაინერი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო. პრემიერი არ გამორიცხავს, რომ რაკეტა თვითმფრინავს შეცდომით ესროლეს.


„ჩემს ხელთ არის მონაცემები, რომ უკრაინული ავიალაინერი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო, მაგრამ არ გამოვრციხავ, იმასაც რომ რაკეტა თვითმფრინავს შეცდომით ესროლეს“, - განცხადა ტრუდო


ამავე ინფორამციას ავრცელებენ ამერიკული მედია საშუალებები, რომლებიც  ვიდეოთი ირწმუნებიან, რომ ამ კადრებში ასახულია, როგორ ხვდება უკრაინულ თვითმფრინავს ირანული რაკეტა.


მათივე ცნობით, მათ მიერ გადამოწმებულ ვიდეოში ჩანს, რომ ირანული რაკეტა ეჯახება თვითმფრინავს თეირანთან ახლოს, სადაც უკრაინულმა ავიალაინერმა ჩამოვარდნამდე სიგნალის მიწოდება შეწყვიტა.


თეირანში 8 იანვარს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737 ჩამოვარდა, რასაც თვითმფრინავში მყოფი 180-ვე ადამიანი ემსხვერპლათავდპირველად მიიჩნევდნენ, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური პრობლემა იყო.

 

კატასტროფის გამო 9 იანვარი  უკრაინასა და ირანში გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031