გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ლერი ბარნაბიშვილი უხელმძღვანელებს

10-01-2020

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უფროსად ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა.


საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის დანიშვნის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი უკვე მოაწერა.

ლერი ბარნაბიშვილი 2015 წლიდან დღემდე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. იგი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის 2013-2015 წლებში - აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930