გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსეთის პატრიარქი: ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ, როგორც კი მიიღებენ ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ

6-03-2018

საქართველოს საპატრიარქომ რუსეთის პატრიარქისგან არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით საპასუხო წერილი მიიღო.
როგორც წერილშია ნათქვამი, რუსეთის საპატრიარქომ საქართველოდან წერილის მიღებისთანავე საკითხთან დაკავშრებით ყველა შესაძლო ზომა მიიღო. 
„გულითადად მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობასა და ღვთის შეწევნას თქვენს საპატრიარქო მაღალ მსახურებაში.
პასუხად 2 მარტით დათარიღებული თქვენი წერილისა, რომლითაც მოგვმართეთ თხოვნით, დახმარება გაგვეწია სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემაში, გაცნობებთ შემდეგს: თქვენი წერილის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული მოცემული სიტუაციისთვის ყველა შესაძლო ზომა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ, როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. ა. ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით.
ვუსურვებ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას, სულიერი და ფიზიკური ძალის სიმტკიცით განვლოთ წმინდა ორმოცეულის (დიდმარხვის) მაცხოვნებელი გზა, უცვლელად ვრჩები თქვენდამი ქრისტეს მიერი ძმური სიყვარულით“ - ნათქვამია პატრიარქ კირილის წერილში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქომ რუსეთის პატრიარქს არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხში დახმარებით თხოვნით მიმართა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031