გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი: ცე ჰეპატიტის პროგრამა წარმატებულად გრძელდება

11-01-2020

ცე ჰეპატიტის პროგრამა წარმატებულად გრძელდება - აცხადებს ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

მისი თქმით, ხარვეზი ის იყო, რომ 2000 პაციენტის საჭირო მედიკამენტს ვადა გაუვიდა, თუმცა ეს არ ნიშნავს პროგრამის ჩავარდნას.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პარალელურად 60 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული პროგრამაში და 98% განიკურნა. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ ტერმინთან „პროგრამა ჩავარდა“. ეს არ არის პროგრამის ჩავარდნა. რა თქმა უნდა შეიძლებოდა ცოტა უკეთ დაგეგმვა, დასანანია რომ პრეპარატის გარკვეული ნაწილს ვადა გაუვიდა, თუმცა პროგრამა გრძელდება, ძალიან წარმატებული პროგრამაა, 10 ათასობით ადამიანი განიკურნა და ჩვეულებრივ არავითარი შეფერხებები არ არის“ - აცხადებს მაია ბუწაშვილი.

ამასთან, მისი თქმით, სამწუხაროდ არის ინერტული პაციენტების ჯგუფი , 25 000 ადამიანამდეა ისეთი, ვინც თავისი დიაგნოზი იცის, მაგრამ ფეხს ითრევს მკურნალობაში ჩართვაზე.

„ამ პაციენტებისთვის ეს მედიკამენტი იდო მარაგის სახით. 2000 პაციენტის ვადაგასული წამალი ნიშნავს იმას რომ, სამწუხაროდ ეს წამლები ელოდებოდა შესაბამის პაციენტებს, რომლებიც არასდროს არ მივიდნენ მკირნალობის დასაწყებად“ - განაცხაა მაია ბუწაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930