გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აკაკი აბუთიძე ცე ჰეპატიტის პროგრამაზე: საქართველოს ისტორიაში არ განხორციელებულა ისეთი პროექტი, რომელსაც ამდენი პაციენტის სიცოცხლე გდაერჩინოს

11-01-2020

„საქართველოს ცე ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა მსოფლიოში უნიკალური და უპრეცედენტო საზოგადოებრივი და სოციალური პროექტია“,-ამის შესახებ ექიმმა ეპიდემიოლოგმა პროფესორმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა კაკი აბუთიძემ განაცხადა.

როგორც აბუთიძემ აღნიშნა, უკვე მკურნალობა ჩაუტარდა 65 ათასზე მეტ პაციენტს და მიღწეულია მსოფლიოში სარეკორდო განკურნების მაჩვენებლები, კერძოდ პაციენტთა 98,7% სრულად განკურნებულია.

„იმედი გვაქვს, რომ პროგრამა მიაღწევს თავის რეალურ მიზნებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება მსოფლიოში პირველი შემთხვევა როდესაც ქრონიკული ინფექციური დაავდების ელიმინაცია მოხდება არა ვაქცინის, არამედ მედიკამენტების საშუალებით. მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმატებით ხორციელდება, უკვე მკურნალობა ჩაუტარდა 65 ათასზე მეტ პაციენტს და მიღწეულია მსოფლიოში სარეკორდო განკურნების მაჩვენებლები, კერძოდ პაციენტთა 98,7% სრულად განკურნებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ დაამარცხეს ეს დაავადება. საქართველოს ისტორიაში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ არის განხორციელებული ისეთი საზოგადოებრივი და სოციალური პროექტი, რომელსაც გადაერჩინოს ამდენი ათეულ-ათასობით პაციენტის სიცოცხლე, რომელიც გადაარჩინა ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ. სამწუხცაროა, რომ გარკვეულ წრეებში არსებობს სპეკულაციები ამ პროგრამის ირგვლივ და უნდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები ქვეყნის სასიკეთოდ არ იქცევიან ნამდვილად. კიდევ ერთხელ თამამად ვიმეორებ, რომ პროგრამა წარმატებით ხორციელდება“,- აღნიშნა აბუთიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930