12-01-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან17 საათამდე შეზღუდვა თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას სოფელი დიღმის დაოთხი ათასი მესხის ქუჩის მაცხოვრებლები, 10 საათიდან 15 საათამდე სოფელი ლისის, ფერმწერთა დასახლების, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლები, 11 საათიდან 18 საათამდე გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის და ვაგან მამასახლისის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 14 საათამდე ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და კონსტანტინე კაპანელის ქუჩის მაცხოვრებლები.
ასევე გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა მელაანის შესახვევის და ჯორჯ ბუშის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან14 საათამდე ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 15 საათამდე აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩების მაცხოვრებლებს, 14 საათიდან 17 საათამდე კი რობაქიძის გამზირის მაცხოვრებლებს შეეხება.