გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დოჰას საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე ნოდარ დუმბაძის არაბულად ნათარგმნი ნაწარმოებების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

13-01-2020

კატარში საქართველოს საელჩოსა და კატარის სახელმწიფოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, დოჰას საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე (Doha International Book Fair) ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის არაბულად ნათარგმნი ნაწარმოებების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს ელჩმა კატარის სახელმწიდოში ნიკოლოზ რევაზიშვილმა და მწერლის შვილმა, ქეთევან დუმბაძემ წიგნის გამოცემაში შეტანილი წვლილისთვის საზეიმო ვითარებაში გადასცეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის სამადლობელი სიგელები პროექტის განხორციელებაში ჩართულ კატარის კულტურის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ნოდარ დუმბაძის შემოქმედებისა და ქართული ლიტერატურის შესახებ.


ნოდარ დუმბაძის არაბულენოვანი წიგნის კრებულში შესულია რვა მოთხრობა - „ძაღლი“, „ნუ გააღვიძებ“, „უმადური“, „ჩიტი“, „დედა“, „კუკარაჩა“, „სისხლი“ და „კორიდა“. წიგნის ყდის ილუსტრაციისთვის გამოყენებულია ელენე ახვლედიანის ნამუშევარი „ზამთარი თბილისში“. წიგნი გამოიცა საქართველოს საელჩოსა და კატარის კულტურის და სპორტის სამინისტროს აქტიური თანამშრომლობის შედეგად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930