13-01-2020
საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში საკუთარ გამოსვლას აფასებს და აცხადებს, რომ მისი გამოსვლის დროს რეიტინგი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის რეიტინგს ორჯერ აღემატებოდა.
„გუშინ ჩემმა ინტერვიუმ ნიკა გვარამიასთან „რუსთავი2“-ის მეგა შოუს, რომელშიც ივანიშვილმა ქვეყნის ფული ჩაყარა, თითქმის ორი ერთზე პროპორციით მოუგო.
ეს არამხოლოდ იმაზე მეტყველებს რომ მიტაცებულ და გაუპატიურებულ რუსთავს ვეღარაფერი გააცოცხლებს, არამედ პირველ რიგში იმაზე, რომ ხალხის ლტოლვას სიმართლისკენ ვერაფერი შეაჩერებს“-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.