გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკის სამინისტრო კომერციული ატაშეების შესარჩევად კონკურსს იწყებს

6-03-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კომერციული ატაშეების შესარჩევად კონკურსს იწყებს, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების კუთხით მთავრობის კომპლექსური გეგმის ნაწილია, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება.


პრემიერის თქმით, კომერციული ატაშეები იქნებიან დიპლომატიური რანგის მქონე თანამშრომლები, რომელთა მოვალეობაც იქნება საქართველოდან ექსპორტის წახალისება, ექსპორტიორების უფლებების დაცვა, ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების შემოტანა.


ამ ეტაპზე შერჩეულია 6 საპილოტე ქვეყანა - ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.


„ეს, რა თქმა უნდა, დასაწყისია. ამ ქვეყნებში დისლოცირებულ ატაშეებს ასევე ექნებათ ფუნქცია, გეოგრაფიულად ახლოს მდებარე ქვეყნების არეალიც მოიცვან, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ პრიორიტეტულ ბაზრებზე კომერციული ატაშეების დისლოცირებას. ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული საქართველოდან ექსპორტის წახალისებისა და საქართველოში ინვესტიციების შემოტანისთვის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031