13-01-2020
ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე კიდევ ერთხელ საუბრობს. მიტროპოლიტი ამბობს, რომ ეს იყო უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც სინოდამა პრეზიდენტს წერილით მიმართა.
მეუფის თქმით, დეკანოზი გორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწებებს არაეთხელ მიმართა და ზუსტად იცის, რომ თუ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძინდება ხელისუფლება ამაზე რეგირებას მოახდენს.
„თქვენ ეს თამაში ხომ არ გგონიათ? ვერ გავიგე სინოდმა დაწერა წერილი და რას მეკითხებით მეორეჯერ დავწეროთ წერილი? ორჯერ მიმართა საპტრიარქო პრეზიდენტს ერთხელ წინა პრეზდინეტს, ერთხელ ამ პრეზიდენტეს და კიდე თუ იქნება ახალი პრეზიდენტი იმასაც მივამრთავთ. უპრეცენდენტო იყო ის რაც სინოდმა გააკეთა, სინოდს აქამდე ასეთი რამ არ გაუკეთაბია.
მე ბევრჯერ მივმართე შესაბამის უწყებებს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ზუსტად გავარკვიე, ამ შემთხვევაში როგორ მოქმედებს კანონი. მე ვიცი ნამდვილად, რომ თუ მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს გადააბიჯებს, რეაგირებას ხელისუფლება აუცილებლად მოახდენს. არავის არ სჭირდება ავადმყოფობის გამო პატიმარი ციხეში გარდაიცვალოს,“, - განაცხდა მეუფე ნიკოლოზმა.