15-01-2020
რუსეთი არ ემუქრება არავის და არ ესწრაფვის საკუთარი ნება დაამყაროს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური ასამბლეისადმი ყოველწიური მიმართვის დროს განაცხადა.
„ჩვენ არავის ვემუქრებით და არ ვესწრაფით საკუთარი ნება დავამყაროთ [სხვა ქვეყნებზე]. ამავდროულად, შემიძლია ყველა დავარწმუნო: ჩვენი ნაბიჯები, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის გადაიდგა, იყო დროული და ეფექტური“ - განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებაზეც ისაუბრა.
„პირველად, ჩვენ არავის ვეწევით. ჩვენ არავისთან დაწევა არ გვჭირდება. პირიქით, დაე, სხვა ქვეყნებმა შექმნან ისეთი იარაღი, რუსეთს რომ აქვს“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.