16-01-2020
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ხვალ, რომ არჩევმნები იყოს მონაწილეობას 65 პროცენტი მიიღებდა, თუმცა აქედან 56 პროცნტმა არ იცის თუ ვის მისცემს ხმას.
გამოკითხულთა 19 პროცნტი მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად „ქართულ ოპცნებას“ ასახლებს, ხოლო 13 პროცენტი - “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.
„მოსახლეობის დიდი ნაწილი მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ვერ ასახელებს. 19 პროცენტი ასეთ პარტიად “ქართულ ოცნებას” ასახელებს, 13 პროცენტი - “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 7 პროცენტი - “ევროპულ საქართველო - თავისუფალ დემოკრატებს”, 6 პროცენტი - “ლეიბორისტულ პარტიას”, 5 პროცენტი - “პატრიოტთა ალიანსს”, 4 პროცენტი - “პოლიტიკურ პლატფორმა - ახალ საქართველოს”, ხოლო 3 პროცენტი - “დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოს”. ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა 65 პროცენტი მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა 56 პროცენტმა არ იცის ვის მისცემდა ხმას. მხოლოდ 33 პროცენტმა განაცხადა, რომ ხმას იმავე პარტიას მისცემდა, ვისაც 2016 წელს დაუჭირა მხარი“, -მათქვამია NDI-ის კველევის შედეგებში.